შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანის მოადგილესთან ორმხრივ შეხვედრაზე, ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი განიხილეს.