ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ტატუნაშვილს 100-მდე სხვადასხვა ხარისხისა და სიმძიმის დაზიანება აღენიშნება, - - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს უკვე ადასტურებს იმას, რომ ტატუნაშვილის მიმართ გამოყენებულია მიზანმიმართულად ძალა და ეს ფაქტორი გამოძიების მსვლელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქმეში საერთაშორისო ექსპერტიც უნდა ჩაერთოს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ხვალ ერგნეთის მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება.