მარველისა და WandaVision-ის გულშემატკივრებისთვის მშვენიერი სიახლე გვაქვს: Disney Plus ახალ სპინოფ სერიალზე მუშაობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირიც კეტრინ ჰანის აგათა ჰარკნესი იქნება.
ჯერჯერობით სერიალის შესახებ დეტალები ცნობილი არაა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ძლევამოსილი ჯადოქარი ჩვენი გულების დაყრობას შავი იუმორით შეეცდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ სერიალზე WandaVision-ის შემქმნელები იმუშავებენ.
კეტრინ ჰანი WandaVision-ში ვანდას ცნობისმოყვარე მეზობლის როლს ასრულებს, რომელიც მოგვიანებით ჯადოქარი აგათა ჰარკნესი აღმოჩნდება. აღანიშნავია, რომ ამ შესანიშნავმა შესრულებამ მსახიობს ემის ნომინაციაც მოუპოვა.