მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო. ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს. შესაბამისად, ადგილზე მობილიზდა დამატებითი ძალები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ქრობის პროცესში სულ 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა ჩართული.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში ხანძარი 5 ივლისს გაჩნდა.