ხალხმა დაინახა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა და ხელისუფლება სიყვარულით მართავს და არა დაყოფით და სიძულვილით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ადგილობრივ არჩევნებს ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება და უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.