დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ მოსახლეობას გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ, რომ მზის გულზე ხანგრძლივად ყოფნა 11:00 საათიდან 16:00 საათამდე რეკომენდირებული არ არის.„პატარა ბავშვები და მოხუცები უნდა მოვარიდოთ მზეს. არის გულსისხლძარღვთა და სხვა სისტემური დაავადებები, რომლის დროსაც კატეგორიულად აკრძალულია მზეზე და სიცხეზე ხანგრძლივად ყოფნა. ასევე, თუ ვაპირებთ სერიოზული რუჯის მიღებას და ამისთვის გვინდა ჩვენი შვებულების დღეები დავხარჯოთ, სჯობს კონსულტაცია გავიაროთ დერმატოლოგთან. რათა შეფასდეს ჩვენი კანის ტიპი“ , - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.