ხანძარი ბათუმში,- გენერალ აბაშიძის 7 ნომერთან, ეზოში მდგარ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და მტლიანად დაიწვა.. ხანძრის ჩასაქრობად მოქალაქეებმა სახანძრო სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს. უცნობია რის გამო გაჩნდა ხანძარი, ადგილობრივები ამბობენ რომ მანქანა ეზოში დიდი ხანია დგას და უფუნქციოა. თვითმხილველები ყვებიან რომ მათ ჯერ კვამლი შენიშნეს, შემდეგ კი მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, მიმდინარეობს გამოძიება.