რუსთავში ხანძარს 50-წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა კონსტიტუციის 63 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საწოლს ეკიდა და სახლში მარტო მყოფი ქალი კვამლის შედეგად გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, შუახნის ქალი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.