ბათუმთან ახლოს, სოფელ განთიადის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი გუშინ საღამოს ტყეში ეკალბარდს გაუჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ხანძრის პირველი შემთხვევა არ არის.ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ იყო და მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია. ადგილზე ექვსი სამაშველო-სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.