ხატია ბუნიათიშვილი სხვა ვარსკვლავებთან ერთად საიუველირო ბრენდ Cartier-ს ვიდეორგოლში გამოჩნდა. ქართველი პიანისტის გარდა სარეკლამო რგოლში მონაწილეობა მიიღეს: მსახიობმა და მოდელმა მონიკა ბელუჩიმ, ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა უილოუ სმიტმა, მსახიობმა ლილი კოლინზმა, GOT-ის ვარსკვლავმა მეისი უილიამსმა, ირანელმა მსახიობმა გოლშიფტე ფარაჰანიმ, ჰონგკონგელმა რეპერმა ჯექსონ უონგმა და სხვა ცნობილმა ადამიანებმა.ერთი წლის წინ ბუნიათიშვილი Cartier-ს საერთაშორისო სახე გახდა სარეკლამო რგოლის სახელია Love Is All, საუნდტრეკად გამოყენებულია როჯერ გლოვერის იგივე სახელწოდების სიმღერა.