ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას ღია თვალთვალშ ადანაშაულებს და ქართული ოცნებისთვის ჩივილს აპირებს. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იყო უტიფარი და ღია დევნა პარლამენტის წევრის მიმართ. დეკანოიძე ამბობს, რომ ექსესები და დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებას შორის ხდება, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძალადობის შედეგია.