"ნიკას პოზიცია მის სასამართლოზე გაჟღერდა ძალიან კარგად, ეს პოზიცია იყო, რომ არ გადაეხადა გირაო სწორედ „ქართული ოცნებისთვის“ გავრილოვის საქმის გამო, ეს იყო მისი მთავარი პრინციპი და მეორე, რაც იყო მისი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც გვითხრა სასამართლოზე, ეს იყო, რომ გარდა გირაოსი, მისთვის მიუღებელი იყო 20 ივნისის ამნისტიის ნაწილიც, სადაც ნიკა და ის ადამიანები, ვინც პროტესტში მონაწილეობდნენ, თამლიანი და ა.შ. უთანაბრდებოდნენ იმ სამართალდამცველებს", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.