სინამდვილეში, ჩილეს ტრაგედია 1973 წლის სისხლიან გადატრიალებამდე ბევრად ადრე დაიწყო, რადგან შეერთებული შტატები ათწლეულების მანძილზე თვლიდნენ ლათინური ამერიკის ქვეყნებს საკუთარ კოლონიებად, სადაც ყოველთვის თვითონ საზღვრავდნენ ვინ ჩაუდგებოდა ქვეყნას სათავეში და რა პოლიტიკა გატარდებოდა. ამგვარი თავნებობა პირველ რიგში გავლენის სფეროების დაკარგვის შიშით და იმ მსხვილი კორპორაციების ინტერესთა დაცვით აიხსნებოდა, რომლებიც მთამადნეულს მოიპოვებდნენ სამხრეთ ამერიკაში.