საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ფინეთთან ევრო 2022-ის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი ფრედ 24-24 ითამაშა. საპასუხო შეხვედრა 19 იანვარს გაიმართება რიიჰიმიაკიში.მთავარ შესარჩევ რაუნდში ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გადის, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში იწყება. მატჩი საინტერესოდ წარიმართა, ჯერ ფინელები დაწინაურდნენ, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა ტაიმის მიწურულს დაქაჩვა შეძლო და გასახდელში 1 ბურთიანი უპირატესობით 11-10 გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო სასტვენამდე 3 წუთით ადრე მეტოქე დაწინაურდა და ჩვენი გუნდი 1 ბურთით 24-23 მარცხდებოდა, ცხოვრებაძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და საბოლოოდ გამარჯვებულის ბედი ფინეთში გადაწყდება.