ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ხორვატიისა და ჩეხეთის მატჩში ხორვატებს მიზნის მისაღწევად ფრეც ჰყოფნიდათ და დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ანგარიში 21-21 იყო, როცა ლუკა შტეპანჩიჩმა გოლი გაიტანა და თავის გუნდს ამ ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსე მატჩი მოაგებინა. ანალოგიური ვითარება იყო ბელარუს-ესპანეთის შეხვედრაში. ბელარუსმა ბოლოს 35-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში (19-19), მაგრამ შემდეგ 9 ბურთით ჩამორჩა - 28-37.