მე ვფიქრობ, გუშინ დასრულდა დრო, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" თავს ასაღებდა ჩვენს ოპონენტ და კონკურენტ პარტიად. ბათუმის მოვლენების შემდეგ ისინი გადაიქცნენ ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმის აქციაში მონაწილეობით თავისი ნამდვილი სახე აჩვენეს. დეპუტატის თქმით, ბათუმის აქციის შესახებ გავრცელებულ კადრებში ფიგურირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წევრები.