ფრანგული სამზარეულო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ინგრედიენტები და კერძები რეგიონების მიხედვით, განსხვავებულია.თუმცა, ძირითადი ნაციონალური სამზარეულო და მისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება, ნოვატორობა და სტილი, ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. მთავარი - ყველი და ღვინოა . ფრანგულმა სამზარეულომ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა, დრო და დრო, საგრძნობი ევოლუცია განიცადა.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფრანგულ საზოგადოებაში შეფები ითვლებიან ხელოვნებისა და კულტურის მნიშვნელოვან წარმომადგენლებად. ნაციონალური ფრანგული სამზარეულო განვითარდა პარიზში იმ შეფების მიერ, რომლებიც ამზადებდნენ კერძებს საფრანგეთის სამეფო ოჯახისთვის. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, მათი კულინარიული ხერხები და ტრადიციები მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.აღსანიშნავია, რომ პირველი რესტორანი სწორედ საფრანგეთში, პარიზში გაიხსნა 1765 წელს. 1789 წლის რევოლუციის შემდეგ უსამსახუროდ დარჩენილმა არისტოკრატთა მზარეულებმა კვების ობიექტების გახსნა დაიწყეს, რამაც სარესტორნო კულტურის განვითარებასა და დახვეწას შეუწყო ხელი.ფრანგული სამზარეულო ცნობილია ზღვის პროდუქტებით, თევზითა და მოლუსკებით, მათ შორის ხამანწკებით .ზედ მოსხმული ლიმონის წვენით, სადღესასწაულო სუფრებზე აპერიტივად გამოიყენება.