ხელოვნების სასახლე ქართველი მხატვრის, კალიგრაფის, წიგნის ილუსტრატორის, მრავალი ქართული და უცხოური გამოცემების დამსურათებლის ოთარ მეგრელიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 100-მდე ნამუშევარი მხატვრის ადრინდელ პერიოდის გრაფიკულ ნამუშევრებს, ქართული პორტრეტების სერიის საუკეთესო ნიმუშებსა და კალიოგრაფიულ მხატვრობას აერთიანებს. გამოფენა ქართული ხელოვნების ფესტივალის "ქართული სულის" ფარგლებში, ტბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. გამოფენა ხელოვნების სასახლეში 30 ივნისამდე გაგრძელდება.