ინდოელმა მეცნიერებმა წითელი კომბოსტოს სასარგებლო თვისებები საფუძვლიანად შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ეს ბოსტნეული განამტკიცებს ჩვენს ჯანმრთელობას, ტერპინოიდების უხვად შემცველობის გამო გვიცავს ალცჰაიმერის დაავადებისაგან. მეცნიერებმა წითელი კომბოსტოს ექსტრაქტის შესასწავლად არაერთი ანალიზი ჩაატარეს. როგორც გაირკვა, ის აძლიერებს იმუნიტეტს, განამტკიცებს ძვლებს, ხელს უშლის კანის დაბერებას, სასარგებლოა ართრიტის დროს, A ვიტამინის უხვად შემცველობის გამო ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას.ამ თვისებათა გათვალისწინებით სპეციალისტები გვირჩევენ, წითელი კომბოსტო უხვად ჩავრთოთ საკვებ რაციონში და რეგულარულად მივირთვათ.