ბანანი განსაკუთრებით სასარგებლოა მასში არსებული კალიუმის გამო, რომელიც გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემზე დადებით გავლენას ახდენს. ასევე ის შეიცავს ისეთ ამინომჟავებს, რომელიც ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების, დოფამინისა და სეროტონინის გამომუშავებას. თუმცა ბანანში არის რადიაციაც.თუ ბანანს რადიაციის საზომს მიუახლოვებთ, აღმოაჩენთ, რომ მასში 10 პროცენტით მართლაც იზრდება ბეტა გამოსხივება თუმცა იმისთვის, რომ ამ რაოდენობის რადიაციამ ჯანმრთელობაზე ცუდი კვალი დატოვოს, საჭიროა 2 წლის განმავლობაში, დღეში 20 ბანანის ჭამა. ამიტომ თუ დღეში 20 ბანანს არ მიირთმევთ, მასში არსებული რადიაციისაც ნუ შეგეშინდებათ. ბანანში ყველაზე საშიში მისი დაბინძურებული ქერქია, რომელზეც პესტიციდებთან, და ბაქტერიებთან ერთად, ეთილენიც შეიძლება იყოს. თუმცა ეთილენი არ ხვდება ქერქის შიგნით, ის ქერქის ზედაპირზეა, ამიტომ არასოდეს გაარჩიოთ ბანანი პირით, და გარჩევამდე უმჯობესია თუკი მას გარეცხავთ.