გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება კვლავ ოპოზიციის კრიტიკის მიზეზია. საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში მისვლას ისევ ითხოვს.ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ ამ თემაზე არა ერთი კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია. ოპოზიცია კახი კალაძესთან გაზის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებით საუბარსაც გეგმავს.