ხელვაჩაურში, სოფელ ზედა განთიადში, დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 1 გარდაიცვალა. გარდა ამისა, ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ამოყვანა ამ დრომდე მიმდინარეობს. რაც შეეხება დაშავებულებს, მათგან ერთი ფეხმძიმე ქალია, რომელიც ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცოტა ხნის წინ მის მოსანახულებლად კლინიკაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მივიდა.