"გაღმა ნაპირი" და "სიმინდის კუნძული" - ორი წარმატებული და გახმაურებული ფილმის რეჟისორი გიორგი ოვაშვილი ტრილოგიას ახალი ფილმით ასრულებს. "ხიბულა" - ფილმი, რომელშიც საქართველოს უახლოესი ისტორიაა ასახული, უკვე იმსახურებს მაყურებლის ინტერესს. ფილმის მსოფლიო პრემიერა უახლოეს მომავალში შედგება, შემდეგ კი მის შეფასებას ქართველი მაყურებელიც შეძლებს.