ხილისა და ბოსტნეულის უკმარისობა ცუდად აისახება ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, დასაბამს აძლევს ბევრ პათოლოგიას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ადამიანმა დღეში ხილისა და ბოსტნეულის არანაკლებ 5 ულუფა დაახლოებით 400 გრამი უნდა მიიღოს.
სეზონზე აუცილებლად უნდა მიიღოთ ყველა სახის ბოსტნეული, პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ზამთარში - კომბოსტო, სტაფილო, გოგრა; შეუცვლელია მწვანილის როლიც, აუცილებელია მწვანილის რეგულარულად ჩართვა საკვებ რაციონში. აუცილებელია, ისწავლოთ წახემსება ხილით, უარი თქვათ სხვადასხვა ტკბილეულზე, წვენების ნაცვლად მიირთვათ ხილი, წაიხემსოთ არა ფუნთუშითა თუ სხვა სასუსნავით, არამედ ხილით, მიირთვათ შესვენებაზე ბანანი ან ვაშლი ფინჯანი ყავის ნაცვლად!