ხმაური ბიუროს სხდომაზე. ქართველი სამხედროს, გია ცერცვაძის უკრაინაში დაკავების საკითხს, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კამათი მოჰყვა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამ საქმის პოლიტიზირებას ცდილობენ. სესიაშვილის ბიუროზე უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია შეეკამათა და მას ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება შეახსენა , რომელმაც განმარტა რომ რუსეთთან მკვლელების ნაწილში უნდა ვითანამშრომლოთ. უმცირესობაშ ამბობენ, რომ ეს განცხადება პირდაპირი სიგნალია უკრაინის პროკურატურისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს საკუთარი მოქალაქის ბედი.