ხმაური დიდუბის ტერიტორიაზე. შპს. "ემ, ზე" ბაზრის რამდენიმე მოვაჭრე მათი უსაფრთხოების მიზნით შპს. დიდუბის ტერიტორიაზე არსებულ რკინის კედლისა და ჭიშკრის გაუქმებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბაზრის სიახლოვეს რკინიგზა გადის, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათივე განმარტებით, აღნიშნული ჭიშკარი შპს დიდუბის მფლობელს უკანონოდ აქვს გაკეთებული. ისინი ჭიშკრის გაღებას ცდილობდნენ, რა დროსად ადგილზე საპატრულო პოლიცია მოვიდა. შპს "დიდუბის" დირექტორი კი განმარტავს, რომ არსებული ნაკეთობა კანონიერია და მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე მიდის მსჯელობა.