ხმაური გორის საკრებულოს სხდომაზე - თანამდებობის პირთა სარგოს გაზრდას ოპოზიცია აპროტესტებს. მათი განცხადებით, მაშინ, როდესაც მოსახლეობას უჭირს და გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს წინა თვეებში ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადი დაერიცხათ, ხელფასების მომატებაზე საუბარი სირცხვილია. ბექა ქორჩილავამ საკრებულოს წევრებს ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც 100-ლარიანი ვაუჩერი იმ 900 აბონენტს უნდა გადაეცეს, რომელმაც ბუნებრივ აირზე გაზრდილი დარიცხვა გაასაჩივრა. ხმაურიანი პროტესტის მიუხედავად, საკრებულომ პროექტი 29 ხმით მაინც დაამტკიცა.