2014 წლიდან იურიდიულ კომისიას 5 თანამშრომლის მიმართ 32 000 ლარზე მეტი მოცულობის პრემია აქვს გაცემული, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ განაცხადა. თბილისის საკრებულოს სხდომა თედო კობახიძის განცხადებით დაიწყო. თედო კობახიძის სიტყვით გამოსვლას საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.თედო კობახიძემ განმარტებები იურიდიულ საკითხთა კომისიის თანამშრომლების მხრიდან ბრალდებებზე გააკეთა, რომლებიც კობახიძეს ზეწოლაში ადანაშაულებენ. მან უარყო ის ბრალდებები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მის მიმართ გამოითქვა იურიდიული სამსახურის 5 თანამშრომლის მხრიდან. თედო კობახიძის თქმით, ტელევიიზით გასული სიუჟეტი არა მისი, არამედ საკრებულოს დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედებაა და დადგმული შოუა. თედო კობახიძემ უარყო, რომ იურიდიული სამსახურის 5 თანამშრომელი რაიმე ზეწოლას განიცდიდნენ.