ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის ქარხანა აშენდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია ტურნავას განცხადებით ეს პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია.
უწყების ცნობით პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობა დაიწყება. საწარმოში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „გლობალ რისაიქლინგმა“ ხობის მუნიციპალიტეტში 300,000 კვ.მ. მიწა „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის ფარგლებში პირობებიან აუქციონზე შეიძინა და სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანასა და შემდგომ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების საქართველოში გახსნას გეგმავს.