მე პროცესზე ვთქვი, რომ საქმეში მაკრატელი იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, როგორ მოხდა ეს საქმეში ან ვის დარჩა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში დაცვის მხარის მოთხოვნით დამატებითი ექსპერტიზის ჩამტარებელმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ გარემოებაზე აქამდე ყურადღება არ გამახვილებულა. მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მან ექსპერტიზა ჩაატარა მხოლოდ მტკიცებულებებზე. მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკახემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან მაკრატელი ამოღებულია, თუმცა, დადასტურებულია, რომ ეს არის სამედიცინო პერსონალის მაკრატელი და ის ადგილზე მედიკოსებს დარჩათ.