ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მრკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. რიგორც საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განმარტა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნება საქმეში არსებულ ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები. ასევე დაიკითხებიან მოწმეები. პროკურორის ინფორმაციით, ყველა მტკიცებულება სასამართლომ დასაშვებად ცნო. შეგახსენებთ, რომ შსს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით 2 არასრულწლოვანს წაუყენა. სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.