შავი წიწაკა ის ინგრედიანტია, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება კერძების მოსამზადებლად. სწორედ შავი წიწაკის ფალსიფიცირება ხდება ყველაზე ხშირად. ალბათ არაერთხელ შეგხვედრიათ არამწარე და არაარომატული შავი წიწაკა. ხშირ შემთხვევაში მის გასაყალბებლად სხვადასხვა მცენარეს და ქვიშასაც კი ფქვავენ. გამომდინარე იქიდან, რომ ფალსიფიკაციის ფაქტები ხშირია, მომხმარებლები არჩევანს წიწაკის მარცვალზე აკეთებენ და სახლის პირობებში ფქვავენ. ეს ერთის მხრივს ძალიან კარგია, რადგან რაც უფრო ახალი დაფქულია შავი წიწაკა, მით მეტადაა მასში სენარჩუნებული დადებითი ნივთიერებები, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია გარკვეული რჩევების გათვალისწინება. შავი წიწაკა რაცშეიძლება წვრილად უნდა დაფქვათ, რადგან მარცვლის შედარებით დიდმა ნაწილებმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავი გააღიზიანოს. მისმა ხშირმა მიღებამ კი, ეროზია გამოიწვიოს. თუ შავი წიწაკის მარცვალს ყიდულობთ გაითვალისწინეთ ის არ უნდა იყოს ზედმეტად გამომშრალი. ხარისხიანი შავი წიწაკა ცხიმს უნდა შეიცავდეს. ამიტომ აიღეთ წიწაკის მარცვლები, მოათავსეთ ხელსახოცზე და დანაყეთ, ხარისხიანი მარცვლები მარტივად არ დაიფშვნება და დაფშვნის შემდეგ ხელსახოცზე ცხიმის კვალი დარჩება, როგორც ამ მარცვლების შემთხვევაში მოხდა, დაბალი ხარისხის მარცვლები კი მომენტალურად დაიფშვნება, ხელსახოცზე კი არ დარჩება არანაირი კვალი. თუ უკვე დაფქულ წიწაკას ყიდულობთ, დაასხით მას მდუღარე წყალი, თუ წიწაკის ნამცეცები ზომაში გაიზარდა, ის ფალსიფიცირებულია.