წიგნის ბიზნესის წარმოება ქველმოქმედების ტოლფასია და ამ სეგმენტზე შეტევის დაწყება კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "ბიბლუსი გალერეაში" "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლების შეჭრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდობა, რომელიც "ბიბლუსი გალერეაში" შეიჭრა და რომელიც საპროტესტო აქციებს მართავს, ეძებს არა სამართლიანობას, არამედ საკუთარ თავს. ექსპერტს უცნაურად ეჩვენება, რომ განსაკუთარებული აგრესია სტუდენტებს მაინცდამაინც წიგნის სეგმენტზე აქვთ.
იხილეთ: "ბიბლუსი გალერეაში" წუხელ "აუდიტორია 115"-ის წევრები შეიჭრნენ და სამუშაო პროცესი შეაჩერეს