ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალ ხიდზე და მის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა დილის 7 საათიდან 11:00 საათამდე იმოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული თვის ბოლოს დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესი 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება.