„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს ქიბარ ხალვაში „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ „კურიერის“ წამყვანებმა დინა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვეს. მათ შესაბამისი განცხადება „კურიერის“ 9-საათიანი გამოშვების დაწყებისას გააკეთეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.
ამასთან, არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გათავისუფლდა.