სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში გამოაქვეყნა. მონაცემები 2019 წლის ივნისში რეგისტრირებულ შემთხვევებს მოიცავს. მათ შორის, ანგარიში მოიცავს ქვეყანაში რეგისტრირებული კომპიუტერული დანაშაულების სტატისტიკას. აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში კიბერდანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 1.68%-ია. კერძოდ, 2019 წლის ივნისში რეგისტრირებული იყო სულ 119 ფაქტი, აქედან კი მხოლოდ 2 შემთხვევაა გახსნილი.