მეცნიერები ემზადებიან ვაქცინის წარსადგენად, რომელსაც იმუნური სისტემის კიბოს საწინააღმდეგო პასუხის ინიცირება შეუძლია. ვაქცინის საფუძველი დენდრიტული უჯრედებია. აღნიშნულ უჯრედებს შეუძლია იმუნური Т-უჯრედების მხრიდან რეაქციის გამოწვევა. ისინი შთანთქავენ და ამ უკანასკნელს გადასცემენ სიმსივნურ ანტიგენს.ვაქცინა, დენდრიტული უჯრედებით, ეხმარება Т- უჯრედებს გაარჩიოს ორგანიზმის საკუთარი უჯრედები უცხო, დასნებოვნებული და სიმსივნური უჯრედებისგან. იმუნოთერაპიის ამგვარი სტრატეგია ფართოდ გამოიყენება კიბოს მკურნალობისთვის. მეცნიერები გვთავაზობენ პაციენტისგან პერიფერიული სისხლის აღებას, რომლიდანაც უმწიფარი დენდრინული უჯრედები მიიღება. უჯრედებს ტვირთავენ კიბოს საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალებებით, რომლებიც ასტიმულირებენ განვითარებას. ამის შემდეგ იგი ისევ შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში.მკვლევარები დენდრინული უჯრედების ზედაპირულ მანოზურ რეცეპტორებს იყენებდნენ. მათ გააჩნია პათოგენის ზედაპირზე მანოზის ნარჩენებთან შეკავშირების უნარი და ამგვარდ უჯრედებში ანტიგენის მიწოდება. მეთოდი შეამოწმეს თაგვებზე. მღრღნელებში მელანომის მეტასტაზები 5-6-ჯერ შემცირდა.