კიევის მიტროპოლიტი მსოფლიო პატრიარქსა და ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს მიმართავს რუსეთის პატრიარქი ტახტიდან გადააყენონ. მიტროპოლიტი ეპიფანე ამბობს, რომ ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც შეფუთულია კირილ გუნდიაევის ფაშისტური, სულისდამღუპველი ქადაგებით. მიტროპოლიტი ქადაგებისას მოსკოვს ბოროტ დედინაცვალს ადარებს, რომელიც ყმების წამებით იღებს სიამოვნებას.