უკრაინული ავიაკომპანია, SkyUp Airlines-ი ბათუმი-კიევისა და თბილისი-კიევის გარდა, 27 ოქტომბრიდან თბილისი-ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს იფრენს.
ავიაკომპანია, SkyUp Airlines-ი უკვე თითქმის ორი წელია საქართველოში ავიარეისებს ბათუმი-კიევისა და თბილისი-კიევის მიმართულებით ასრულებს.
საქართველოში SkyUp Airlines-ის გენერალური წარმომადგენელის კომპანია „ავიაქსელის“ დირექტორის თქმით, საქართველო კომერციულად მომგებიანი ქვეყანაა, რაც ახალი რეისის დამატების მიზეზი გახდა.