უკრაინა დაინტერესებულია ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიცირებით, მათ შორის გაზის იმპორტით კასპიის ზღვის აუზიდან, რომელიც ევროპის მიმართულებით ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP) გავრცელდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ TANAP-ის გახსნის ოფიცალური ცერემონია 2019 წლის ნოემბრის ბოლოს გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, 2023 წლისთვის ტრანზიტის საფასურის სახით საქართველო ამ გაზსადენიდან მილიარდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიღებას გეგმავს. თავად გაზსადენის სიგრძე, რომელიც ბაქოში იწყება და იტალიის სამხრეთში მთავრდება, 3 ათას 500 კილომეტრია და ის აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიებზე გადის.