კიევში, დნეპრზე გადასასვლელ მეტროს ხიდზე უცნობი შეიარაღებული მამაკაცი ხიდის აფეთქებით იმუქრება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, იარაღიდან ჰაერში უმისამართოდ ისვრის. უკრაინული პორტალების ინფორმაციით, ის მეტროსადგურის ხიდთან თეთრი ფერის ავტომანქანით მივიდა. მას სამხედრო კომუფლაჟი აცვია და ცისფერი ბერეტი ახურავს.ასევე, პოლიციის ინფორმაციით, მას ყვითელი დროშა აქვს შემოხვეული. აქვს გრძელი თმა, დაახლოებით 35 წლისაა. „დედაქალაქის პოლიციის გამომძიებლები ფაქტს ტერაქტის მზადებად აფასებენ“ - განაცხადეს პოლიციაში. ამ დროისთვის ხიდი გადაკეტილია, პოლიცია დრონს იყენებს. ამასთან, შეტყობინების შემდეგ, რომელიც მეტროს დანაღმვას უკავშირდება, კიევის მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობს. ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ მეტროს სადგურებში ჭყლეტაა.