მიუხედავად იმისა, რომ მეთ გალა რამდენიმე თვის წინ გაიმართა, ჯერ კიდევ არ წყდება მასზე საუბარი. ამის მიზეზი კი კიმ კარდაშიანი და ღონისძიებისთვის მის მიერ შერჩეული მერილინ მონროს ნამდვილი კაბაა, რომელიც მან მუზეუმიდან ითხოვა. ჟან ლუისის კაბა მერილინს 1963 წელს Happy Birthday, Mr. President-ის სიმღერის დროს ეცვა.ამ ფაქტმა საზოგადოების უკმაყოფილება რამდენიმე მიზეზის გამო გამოიწვია. ექსპერტები საჯაროდ გამოეხმაურნენ კიმის გადაწყვეტილებას და აღნიშნეს, რომ კარდაშიანმა მნიშვნელოვან ექსპონატს საფრთხე შეუქმნა, სხვა ვარსკვლავებს კი ცუდი მაგალითი მისცა. თუ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, ექსპერტები არ ცდებოდნენ.მერილინ მონროს ნივთებისა და არქივების ყველაზე დიდი კერძო კოლექციის ოფიციალური ინსტაგრამგვერდი ავრცელებს ფოტოებს, რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ მეთ გალას შემდეგ კაბა დაზიანებულია. კერძოდ, ქსოვილი გაწელილია, კაბას კი ძვირფასი თვლები აკლია.