იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმაციის სტუდიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი სავარაუდოდ განგებ გააჩინეს. როგორც პოლიცია იტყობინება, უცნობმა მამაკაცმა სტუდიაში გაურკვეველი სითხე გადაასხა, რის შემდეგაც გაჩნდა ხანძარი. დაშავებულია ათობით ადამიანი. ეჭვმიტანილი დააკავეს, მასაც აღენიშნება სხეულის მცირე დაზიანებები. თუ რა იყო ხანძრის გაჩენის მოტივი უცნობია. სხვა დეტალებზე პოლიციაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. კიოტოს ანიმაციის სტუდიაში პოპულარულ ანიმაციებს ქმნიან.