ქიშმიში ძალიან სასარგებლოა. იგი მდიდარია მინერალური მარილებით, ორგანული მჟავებითა და ვიტამინებით, ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. გლუკოზისა და ფრუქტოზის შემცველობა მასში 8-ჯერ მეტია, ვიდრე ყურძენში. ქიშმიში ორნაირია - თეთრი და შავი. შავს უფრო სასარგებლოდ მიიჩნევენ. გარდა ამისა, თეთრ ქიშმიშს ფერის შესანარჩუნებლად გოგირდის ანჰიდრიდით ამუშავებენ, ამიტომ ჭამამდე ის საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ: ჯერ ცივ წყალში გაავლოთ, მერე მდუღარე გადაავლოთ, ბოლოს კი - ისევ ცივი წყალი.