„კლანი უნდა წავიდეს", „ნუ წაგვართმევ მომავალს", „არა, სასამართლოს ოკუპაციას", „წარსულს ვაბარებთ ჯალათებს", - ამ ლოზუნგებით მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ აქცია გამართა.
როგორც ბესელია განმარტავს, სასამართლო მმართველი პარტიის მიერ არის ოკუპირებული. აქციის მომაწილეებმა სიმბოლურად მწვანე კვამლიც გაუშვეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს პარალელურად, აქცია ორი ქალაქის - ბათუმისა და ფოთის რაიონულ სასამართლოებთანაც მიმდინარეობს.