დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს. ბესელიამ ამის მიზეზად უზენაესი სასამართლოში ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეების არჩევა დაასახელა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ე.წ კლანმა გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტზე ისე ქართული ოცნების უმრავლესობაზე, შესაბამისად ის აღარ დარჩება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ამასთან დეპუტატმა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს „კლანის უსახური მსახური უწოდა."