ისლანდიაში კლიმატის ცვლილების გამო გამქრალი მყინვარის ადგილას სამახსოვრო მონუმენტს აღმართვენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს. Okjökull პირველი მყინვარია კუნძულ ისლანდიაზე, რომელიც გლობალური დათბობის შედეგად დადნა და მე-20 საუკუნის ბოლოს ნელ-ნელა გაქრა. 2014 წელს ის "მკვდარ" მყინვარად ოფიციალურად აღიარეს.
მყინვარის ადგილას მონუმენტის აღმართვის იდეა კი Rice University-ის მკვლევარს ანდრი სნერ მაგნასონსა და გეოლოგ ოდურ სიგურდსონს ეკუთვნით. მეცნიერები აცხადებენ, რომ 2200 წლისთვის ისლანდიაზე არსებული 400 მყინვარი დადნება, რაც კუნძულის ცხოვრებასა და კლიმატს მთლიანად შეცვლის.
დღეს ისლანდიის ჰიდროელექტროენერგია მთლიანად მყინვარების სეზონურ დნობაზეა დამოკიდებული. მათი გაქრობა კი თევზჭერის ბიზნესსა და ტურიზმს მნიშვნელოვნად დააზარალებს.