ბოლო ათწლეულის განმავლობაში კლიმატური ცვლილებების შედეგად გამოწვეულმა ბუნებრივმა კატასტოფებმა ყოველწლიურად 20 მილიონი ადამიანი იძულებული გახადა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ამის შესახებ "ოქსფამის" ახალ კვლევაშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, კლიმატი არის ყველაზე ხშირი მიზეზი ადამიანების იძულებით გადაადგილების კუთხით. ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ყველაზე მეტად რისკის წინაშე ღარიბი ქვეყნები დგანან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვით კლიმატური ცვლილებების პროვოცირებაში. გარდა ამისა, წყალდიდობების, ციკლონებისა და ტყის ხანძრების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა გაცილებით დიდია კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობასთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემაზე კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე მსჯელობენ, რომელიც დღეს მადრიდში დაიწყო.