კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი იმყოფებოდა. თამარ დავრაშვილი აცხადებს, რომ მკურნალობის პროცესი საჭროებისამებრ მიმდინარეობს. დღეს თამარ დავრაშვილმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა, თუმცა მას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ უსაუბრია. კლინიკაშ ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად, მიხეილ სააკაშვილის დედაც იმყოფებოდა. გიული ალასანია შვილის სასწრაფო წესით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. მისი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძმე რჩება.