საქართველოს კლინიკების ასოციაცია პრემიერ- მინისტრს ღია წერილით მიმართავს და ურჩევს ინფიცირებულთა სამკურნალოდ სამხედრო ექიმები დაიხმარონ და საველე ჰოსპიტლები მოეწყოს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ახლა მესამე მსოფლიო ომის პერიოდია და მოსახლეობა ვირუსის სახით ბიოლოგიურ იარაღს ებრძვის. ასოციციის განცხადებაში სამხედრო მედპერსონალის დახმარების გარდა ასევე საუბარია საველე ჰოსპიტლების ლაზარეთების გახსნაზე რის შედეგადაც განიტვირთება კლინიკები მოხდება მედპერსონალის ჩანაცვლება მოიხსენება სასწრაფო მანქანების რიგები, მძიმე და საშუალო პაციენტები განთავსდებიან სტაციონარებში, მსუბუქი პაციენტები მოთავსდებიან საველე ჰოსპიტლებში, უსიმპტომო პაციენტები განთავსდებიან სასტუმროებში და პანიკაში ჩავარდილი მოსახლეობის დიდი ნაწილი განთავისუფლდება ფსიქო-ემოციური სტრესისგან. ასოციაციას მიაჩნია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს ფატალური შედეგები და დღეისათვის არსებული ადამიანური რესურსი ასეთ მძიმე დატვირთვას ვერ გაუძლებს.